LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა

186
დონეცკი

რუსეთის დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად, ხუთი დაღუპული მოქალაქიდან, ოთხი ვუჰლედარში დაიღუპა, ერთი ნოვომიხაილივკაში, კიდევ ხუთი კი დაშავდა.

„ოკუპანტები ხარკოვს ახალი მეთოდით ბომბავენ – ჭურვებს „პარაშუტით“ ისვრიან“ – ქალაქის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„ბოლო ორი დღეა, ნაღმებთან, ჭურვებთან და სეტყვასთან ერთად, ხარკოვი იბომბება ახალი ტიპის ბომბებით. რუსი აგრესორი მათ „პარაშუტით“ აგდებს.“– განაცხადა ქალაქის მერმა.

კირილენკოს თქმით, დონეცკის ოლქში 24 თებერვლის შემდეგ, სულ მცირე 220 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g