LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

116
BeFunky-collage - 2020-09-25T133001.593

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. მღებრიშვილს გამოკითხვის შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. ოჯახს კი სწორედ საკარანტინე ვადის გავლის შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე “ღამურების დასაჭერად” იყო გადასული და ამისთვის, 5 000-დან 10 000 დოლარამდე პირდებოდნენ.

ცხინვალის ჰუმანური სასამართლო: ხვიჩა მღებრიშვილმა ღამურების ქურდობა აღიარა

ოკუპირებულმა ცხინვალმა ხვიჩა მღებრიშვილი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g