LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების უკანონო პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ პირს დღეს გაათავისუფლებენ

111
konfiqtebi-okupacia-sazgvari

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მცხოვრები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.

უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, უახლოეს პერიოდში მოხდება“, – აცხადებენ სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g