ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გაიტაცეს.
სოფელ დიცში მცხოვრები გივიკო ბერუაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ის ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებული არასრულწლოვანია.
სუს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოქმედებები მის გასათავისუფლებლად.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,“ – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.