LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს, უკრაინელმა მებრძოლებმა კი შეტევა დონეცკის 12 რაიონში მოიგერიეს – ვითარება უკრაინაში ომის 218-ე დღეს

29
Untitled design

ომის მიმდინარეობის 218-ე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური გენშტაბი საბრძოლო ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა მტერი დონეცკის ოლქის 12 რაიონში მოიგერიეს.

გენერალურ შტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ მტერი კვლავ აგრძელებს ახლად მობილიზებული, დაბალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის გაგზავნას საომარი მოქმედებების ზონებში.

პარალელურად, გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი დნიპრო დაბომბეს – დაიღუპა სამი ადამიანი. 

როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

„ღამით რუსებმა დნიპროს რაკეტები ესროლეს, მათ საცხოვრებელ უბნებს დაარტყეს. ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა“, – წერს რეზნიჩენკო Telegram არხზე.

გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ცოცხალი ძალის დანაკარგებს პატიმრებით ავსებს:

„მტრის ძალისხმევა კვლავ მიმართულია დონეცკის რეგიონის სრული ოკუპაციისა და უკვე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისკენ, ასევე ფოკუსირებულია გარკვეულ რაიონებში ჩვენი თავდაცვის ძალების მოქმედებების ჩაშლაზე. მტერი ბომბავს ჩვენი ჯარების პოზიციებს საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ უბნებს, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონსა და ომის წესებს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე რჩება.

გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 8 საავიაციო დარტყმა, ასევე განახორციელა 82-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ცოცხალი ძალის დანაკარგებს პატიმრებით ავსებს.

არსებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო ცენტრში 400-მდე პატიმარი მიიყვანეს, მათი მომზადება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„ცნობილია, რომ ყირიმიდან მობილიზებული ორი ათასი ადამიანი სევასტოპოლიდან ხერსონის ოლქში 27 სექტემბერს გაგზავნეს. გარდა ამისა, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო კომისრებმა მიიღეს ბრძანება ყირიმელი თათრების რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში გაწვევის შესახებ“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g