LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა განმუხურიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

1510940775

რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს გატაცებული სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც 70 წლისაა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ოკუპანტებმა გადაწყვეტილება, რომ ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ.

საქართველოს მოქალაქეები იმ დროს გაიტაცეს, როცა მათ თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. ორივე მათგანმა ენგურის ხიდი უკვე გადმოკვეთა. ამ წუთებში, გატაცებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ენგურის ხიდიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g