ოკუპანტების მიერ ხურვალეთიდან გატაცებული ოთარ სამნიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” სუს-ში დაუდასტყრეს.
ის რამდენიმე წუთის წინ ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. გორში პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის კაცი ოკუპანტებმა გუშინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს და იძულებით გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამნიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას მეტყველებაც უჭირს.