LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ლისიჩანსკი დაბომბეს, ცეცხლი გაუხსნეს სკოლასა და კოლეჯს, არიან დაშავებულები: გუბერნატორი

95
Untitled design

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსი სამხედროები ქალაქებს კვლავ ბომბავენ.

ამის შესახებ სერხი გაიდაი საკუთარ “ტელეგრამზე” წერს და აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკის ხელში ჩასაგდებად კვლავ ბრძოლები გაჩაღდა.

მისი განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ლისიჩანსკის ბაზარს, კოლეჯსა და სკოლას.

“დაინგრა ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებები – სამთო-სამრეწველო პროფესიული კოლეჯის შენობა, რომელიც პრაქტიკულად დაიწვა, ასევე საშუალო სკოლა, საიდანაც ორი დაშვებული გამოიყვანეს.

ლისიჩანსკში და პრივილიეში დაჭრილი კიდევ სამი ადამიანი სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – ორი მამაკაცი და ერთი ქალი”, – წერს გაიდაი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g