LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა მარიუპოლთან შექმნეს ბანაკი, სადაც ბავშვებს ტვინს ურეცხავენ, სროლას და უკრაინის სიძულვილს ასწავლიან: მარიუპოლის საბჭო

76
მარიუპოლის საბჭო

მარიუპოლის საბჭო Telegram-ზე ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „ოკუპანტებმა მარიუპოლთან ახლოს მდებარე სოფელ მელეკინოში ბანაკი გააკეთეს, სადაც უკრაინელ ბავშვებს უკრაინის მიმართ ზიზღს უნერგავენ“.

„ოკუპანტები აგრძელებენ ნაცისტების მეთოდების განხორციელებას, ცდილობენ მარიუპოლელი ბავშვები ჰიტლერებად აქციონ. მელეკინოში ააგეს ნამდვილი ბანაკი, სადაც „ტვინს ურეცხავენ“, სროლას და უკრაინის სიძულვილს ასწავლიან“, – წერს მარიუპოლის საბჭო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g