ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან ქალი დააკავეს. უკანონო დაკავებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე შუა ხნის ქალია. სად გადაიყვანეს ოკუპანტებმა გატაცებული ამ დროისთვის უცნობია.
დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად “ფორტუნა” ამ წუთებში მუშაობს.
იზოლირებული ახალგორი და მოქალაქეების უკანონო დაკავება – ერგნეთში შეხვედრა დაინიშნა