LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

224
V - KVARACXELIAS DAKRDZAVLA.mpg_20190317_110059.527

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები ამბობენ, რომ ის თავს არ მოიკლავდა და წამებითაა მოკლული. ამის დასტურად ისინი გარდაცვლილის სახეზე და ყელზე არსებულ დაზიანებებზე მიუთითებენ.

ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g