LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსების მიერ დანიშნული მერი ცოლთან ერთად ავტოფარეხში მოკლეს

211
Untitled design (4)

ოკუპირებულ ბერდიანსკში, რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის მოადგილე მეუღლესთან ერთად მოკლეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია „ტელეგრამში“ ავრცელებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბეწრდიანსკის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დღეს მომხდარ მკვლელობაში კიევი დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია ბერდიანსკის მოკლული მერი ოლეგ ბოიკო და მისი ცოლი – ლუდმილა, რეფერენდუმის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდნენ.

„ქალაქის ადმინისტრაცია არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოკლეს ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე, ლუდმილა ბოიკო, საკუთარ ავტოფარეხში ბერდიანსკში, რომელიც უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციამ მკვლელობას “ორმაგი მკვლელობა” უწოდა“, – წერს მედიასაშუალება.

შეგახსენებთ, დღესვე ლუგანსკის ე.წ. გენერალური პროკურატურის შენობაში აფეთქება მოხდა, შედეგად, სეპარატისტული ლუგანსკის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.

როგორც სეპარატისტულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g