LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობას რუსული ვაქცინით აცრიან

103
anatoli vaqcina

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოსახლეობას რუსული ვაქცინით აცრიან.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, უახლოეს მომავალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აპირებს, რომ შეიძინოს რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – სპუტნიკი V.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, ვაქცინის შესაძენად თანხები ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მობილიზებული, თუმცა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

ბიბილოვი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას დე ფაქტო პარლამენტი შეიტანს 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შესწორებებს, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება ვაქცინის შესაძენად თანხების გამოყოფა.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის მთავრობასთან. გავაგზავნეთ წერილი, რათა ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთს მიეწოდოს ეს ვაქცინა. ამ კვირაში გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ვაქცინას ჩვენი რესპუბლიკა”. – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.

magti 5g