აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა ადამიანი მკურნალობს.
როგორც აფხაზური მედია წერს, აფხაზეთში არ არის ლაბორატორია, სადაც „ღორის გრიპის“ დადგენა შეიძლება. რაც შეეხება პაციენტებს, ყველა მათგანი სტაციონარულ მკურნალობას გადის.
საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა და ენგურის ხიდზე ცალმხრივად გააუქმა მოძრაობა. შეზღუდვა ორი თვე გასტანს.
