LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის გამო, 3 წელში დევნა 54 პირის მიმართ დაიწყო

66

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის გამო, 2015-2017 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა ჯამში 46 პირის მიმართ დაიწყო, 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი 8 პირის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-დან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეების მიმართ იწყება, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დევნა საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართაც დაიწყო.

2015-2017 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის 18 მოქალაქის, აზერბაიჯანის 6 მოქალაქის, სომხეთის 7 მოქალაქის, უკრაინის 3 მოქალაქის, თურქეთის 5 მოქალაქის, შვედეთის 2 მოქალაქის და თითო-თითო ესტონეთის, მოლდოვას, პაკისტანისა და უზბეკეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.

2018 წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი, სისხლის სამართლებრივი დევნა თურქეთის 4 მოქალაქისა და 2-2 აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.

ამასთან, როგორც შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის 3222 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს, სისხლისსამართლებლივი დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებში არ ფიქსირდება.