LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური: „ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს სადავო კანონპროექტის ე.წ-ლი პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ“

134
სოხუმი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს – „სადავო კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ“.

საუბარი კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას, რამაც საზოგადოების მღელვარება და აქციები გამოიწვია.

„ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით“, – წერია განცხადებაში.

ე.წ-ლი ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ ასლან ბჟანია უპირობოდ გადადგეს ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან.

ბჟანიას გადადგომას ითხოვენ მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. მათ დაიკავეს ბჟანიას კაბინეტი და სათათბირო ოთახი.

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში: მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან იმართება საპროტესტო აქცია, რომელზეც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია დღეს იგეგმებოდა. სესიის გახსნის შემდეგ ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდა.

ამასთან, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ცნობითვე, საპროტესტო აქციაზე მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g