LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

908
gfnz

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, ეს გადაწყვეტილება დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Апсныпресс“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელი ვლადიმირ ანუა ამბობს, რომ „ტარდება დაგეგმილი ღონისძიებები.“

„აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზადაა დანიშნულებისამებრ შეასრულოს ამოცანები“, – წერს სააგენტო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები