ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. სააგენტო ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულები ქალაქ გორის, სოფელ ტახტიძირისა და ჭვრინისის მცხოვრებლები არიან.