სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
“პრობლემის გადასაჭრელად” დე ფაქტო რეჟიმმა, დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერის გაკეთება დაიწყო.
ბარიერი სოფელ ბალთასთან გადის, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება.
კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ე.წ. საზღვარი 58 ადამიანმა დაარღვია (სექტემბერში ეს რიცხვი 53-ს შეადგენდა). დაკავებულებიდან 44 ადამიანი დაჯარიმდა, 4 ადმინისტრაციულ ჯარიმას დაექვემდებარა, 2 ჯარიმის გარეშე გათავისულფა, 8 პირს კი გაფრთხილება მისცეს.
საერთო ჯამში დე ფაქტო რესპუბლიკამ, დაკავებებით, 111 500 რუბლი მიიღო.