LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი – ძიუდოისტი, ილია სულამანიძე და მოკრივე, ლაშა გურული იასპარეზებენ

465
ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ძიუდოისტი ილია სულამანიძე ( -100კგ.) და მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ.) იასპარეზებენ.

ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) დღეს მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირისთან გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 23:36 საათზე დაიწყება.

ქართველი მოკრივე გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს და ნახევარფინალიდან ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა.

დღესვე, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე 100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი ილია სულამანიძე იასპარეზებს.

ქართველი წონის მეორე ნომერია და პირველ წრეს გამოტოვებს. ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ილიას მეტოქე მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, ან პორტუგალიელი ფონსეკა, ან იაპონელი ვოლფი იქნება.

ძიუდოს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ხუთი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი მედალია. გუშინ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო მანამდე ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

🔸️1 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ ძიუდოისტი ილია სულამანიძე ( -100კგ.) და მოკრივე ლაშა გურული (63.5…

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g