LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე ყველაზე მდიდარი დიურანტია

83

კევინ დიურანტი რიოს ოლიმპიადაზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება. ”გოლდენ სტეიტის” ახალწვეული აშშ-ს ნაკრებს მორიგი ოლიმპიური ოქროსკენ გაუძღვება.

ოლიმპიურ თამაშებზე 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე შემოსავლიანად აღიარეს ამერიკელი კალათბურთელი კევინ დიურანტი. ეს ”ფორბსის” ინფორმაციაა.

ბოლო 12 თვის განმავლობაში მან 56.2 მილიონი დოლარი იშოვა და ამით სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს (55.8 მლნ) და ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარს აჯობა (37.5 მლნ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები