LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივია დინი BRIT Awards-ზე იმღერებს

134
photo-collage.png (18)

BRIT Awards-ზე ოლივია დინის სადებიუტო პერფორმანსი შედგება. დინი ჰარი სტაილზის შემდეგ მეორე არტისტია, რომელიც დაჯილდოების პერფორმერად დასახელდა.

ჰარი სტაილზი BRIT Awards-ზე იმღერებს

აღსანიშნავია, რომ ოლივია ბრიტანული პრემიის ნომინანტთა შორის პირველად, 2024 წელს მოხვდა, წელს კი დაჯილდოების ტოპ ნომინანტია.

BRIT Awards-ის ნომინანტები ცნობილია – დაჯილდოების ტოპ ნომინანტები ოლივია დინი და ლოლა იანგი გახდნენ

ოლივია დინმა პოპულარობა 2020-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა, განსაკუთრებული ყურადღება კი შარშან გამოშვებული სინგლებით – Man I Need, Nice to Each Other და So Easy (To Fall in Love) მიიპყრო. სიმღერები მომღერლის მეორე სტუდიურ ალბომში – The Art of Loving შევიდა, რომელიც 2025 წლის 26 სექტემბერს დარელიზდა.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” 68-ე დაჯილდოებაზე, რომელიც 1-ელ თებერვალს ჩატარდა, ოლივია დინი ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლეს ჯილდოზე ის პირველად იყო წარდგენილი. ,,გრემიზე” მისი ასევე სადებიუტო პერფორმანსი შედგა.

,,ჩვენ ერთმანეთის გარეშე არაფერი ვართ“ – ოლივია დინის ემოციური მიმართვა იმიგრანტებს „გრემის“ მოპოვების შემდეგ

46-ე BRIT Awards 28 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები