ბოლო რამდენიმე დღეა, ტაბლოიდები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ორ წლიანი რომანის შემდეგ, ოლივია როდრიგო და ლუი პარტიჯი ერთმანეთს დაშორდნენ. ვარსკვლავურ წყვილს ოფიციალური განცხადება დაშორებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ჭორებს მათი დაშორების შესახებ საფუძველი ჯერ კიდევ ოქტომბერში მაშინ ჩაეყარა, როცა Academy Museum Gala-ს წითელ ხალიჩაზე ცალ-ცალკე, გვერდიგვერდ წარდგნენ.
იქამდე ისინი საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ჩნდებოდნენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობების საჯაროდ გამოხატვასაც არ ერიდებოდნენ.
ოლივია როდრიგო ,,გრემის” ბოიფრენდთან ერთად დაესწრო

ახლახან, სპეკულაციას ხელი ლილი ალენის საშობაო ფართიზე არტისტის მარტო გამოჩენამაც შეუწყო. წვეულება პარტრიჯის სამშობლოში, ინგლისში, ერთ-ერთ კლუბში გაიმართა, რომელსაც როდრიგო მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ მედია ოლივია როდრიგოსა და ლუი პარტრიჯის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ 2023 წლის ოქტომბერში ალაპარაკდა, მათი რომანი კი ოფიციალურად, იმავე წლის დეკემბერში დადასტურდა.