LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: „ფემიციდის კუთხით არსებული გამოწვევები წლების განმავლობაში ნარჩუნდება – გასულ წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა“

156
ფემიციდი

სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები ნარჩუნდება – გასულ წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

ანგარიშის თანახმად, გარდა ამისა, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით დასტურდება.

„პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით.

სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია.

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით – დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.

წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა“. – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

magti 5g