LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენობის კანდიდატი: ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი

96
Untitled design (3)

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

დეპუტატების კითხვებს დღეს ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და სერგო მახარაძე ჰპასუხობენ.

პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ერთ-ერთ კანდიდატს, ალექსანდრე კობაიძეს ტრადიციული შეკითხვით მიმართა, აქვს თუ არა საკუთრების უფლება თავის სხეულზე ადამიანს.

როგორც ომბუდსმენობის კანდიდატმა განაცხადა, „მისი სხეულის მესაკუთრე არის ღმერთი“:

„დიახ, ეს კითხვა თქვენ აქტუალური გახადეთ… ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი, ეგ შემიძლია ვთქვა. სამართლებრივად თქვენ როდესაც აფასებთ, რომ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება თავის სხეულზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უტრირება და არაფერ კავშირში არ არის სამართალთან.

ფლობა, სარგებლობა და განკარგვა – ანუ არამატერიალური სიკეთის დაცვა, ამ შემთხვევაში სხეული რომელია? საკანონმდებლო ორგანოში ასეთი რამე დარეგულირებული არ არის, თუ სამართლებრივად მეკითხებით. სამოქალაქო ურთიერთობებში ვერ იქნება სხეული განცალკევებულად, განყენებულად ნივთი.

რადგან სამართლის ობიექტი სხეული ვერ იქნება…

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, თქვენ რომ ხელი მოიჭრათ, ან ფეხი მოიჭრათ და კანონიერად თუ უკანონოდ ეს ნივთი გაასხვისოთ. თქვენ ხომ იძახით, რომ თქვენი ნივთია, როგორ წარმოგიდგენიათ? კანონიერად ეს როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ გვერდით მჯდომს სთხოვოთ, რომ ერთი ხელი მომეცით, თუ შეიძლება და შემდეგ დაგიბრუნებთ. ამიტომ ეს არის უტრირება, ამას არც პოლიტიკასთან აქვს კავშირი“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g