LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი არ დასრულდება შეხვედრებით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას: გუტიერეში

239
ანტონიო გუტიერეში

ომი არ დასრულდება შეხვედრებით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გიტერეშმა CNN-ის ეთერში განაცხადა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„შეგვიძლია შეხვედრები გავმართოთ, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს,“ – აღნიშნა მან.

გუტიერეშის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი “პრინციპში” დათანხმდა ევაკუაციას და რომ მიმდინარეობს დისკუსიები გაეროს ოფიციალურ პირებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დეტალების გასარკვევად.

„ჩვენ ასევე კონტაქტში ვიმყოფებით უკრაინის მთავრობასთან“, – აღნიშნა მან.

გუტერეშის თქმით, მისი გზავნილი უცვლელია: რუსეთის შეჭრა არის გაეროს წესდების დარღვევა და ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური მდივანი გუშინ უკრაინაში ჩავიდა. ის დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.