LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი დიაბეტთან – სინგაპური შაქრიანი სასმელის რეკლამას კრძალავს

202
istock-1083670074-0

სინგაპური იქნება პირველი ქვეყანა , რომელიც შაქრის მაღალი შემცველობის მქონე გაზიანი სასმელებსა და წვენებს აკრძალავს.ამის შესახებ CNN წერს.გამოცემის ცნობით, იმიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. უწყებაში ამბობენ, რომ ეს არის ,, ომი დიაბეტის წინააღმდეგ”.

რეკლამები ყველა მედია პლატფირმაზე, როგორც ბეჭვდურ, ასევე სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში უნდა აიკრძალოს.გადაწყვეტილება საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

მთავრობა აცხადებს, რომ თუ ეს ნაბიჯი არ გაამართლებს, შაქრიან სასმელებსა და მათ იმპორტზე გადასახადებს დააწესებენ. ზოგიერთს კი შესაძლოა, რეალიზაციიდან ამოღება დაემუქროს.

შაქრიანი სასმელების მოხმარება სიმსუქნესთან და ქრონიკული დაავადების გაჩენის მაღალ რისკთან ასოცირდება.მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც დღეში ერთ ან ორ ქილა შაქრიან სასმელს იღებენ, 26% -ით უფრო ხშირად უვითარდებათ დიაბეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g