LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბელარუსს ან რუსეთს თავს დაესხმებიან: ლუკაშენკო

63
ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკს ომის არანაირი ინტერესი არ აქვს და კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბელარუსს ან მის ახლო მოკავშირეს, რუსეთს, პირდაპირ თავს დაესხმებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ეს განცხადება დეპუტატებთან და ოფიციალურ პირებთან სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

ბელარუსის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალ თვეში რუსეთ-ბელარუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები მინსკს იმის გარკვევაში დაეხმარება, სად სჭირდება მას ძალების კონცენტრირება.

შეგახსენებთ, დასავლეთი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების გამო, რომლის ჩატარებაც უკრაინის ჩრდილოეთით მომავალ თვეშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g