კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვოლკულის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში დოლგოვოეს დასახლებაში, რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ.
როგორც ცნობილია, მიკროავტობუსში შვიდი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დასახლება სტაროსელიედან ხდებოდა.
რუსი ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის გახსნას ავტობუსში მყოფი 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
ომი უკრაინაში – მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა