LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 73-ე დღე: “ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას” – რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

187
F0FBF349-A057-4E38-9D44-667165BAFC3E_w1200_r1

ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

მათივე ცნობით, რუსულმა ჯარებმა ხიდების აფეთქება დაიწყეს, რათა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში კონტრშეტევა თავიდან აირიდონ.

„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. იზიუმის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ჯარების პოზიციების დასადგენად. ცირკუნისა რუსკი ტიშკის დასახლებების მიდამოებში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საავტომობილო ხიდი, რათა შეანელონ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის გასწვრივ და იყენებენ ოპერატიულ და ტაქტიკურ თვითმფრინავებს ჩვენი ჯარების პოზიციებზე სარაკეტო იერიშებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ ამ ნაწილში ბოლო ორი დღეა, რუსეთის შეტევითი ოპერაციები შესუსტდა, თუმცა, საჰაერო თავდასხმები გრძელდება.

მათივე ცნობით, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა გრძელდება. ოკუპანტებმა სამრეწველო კომპლექსზე კონტროლის დამყარების მიზნით, თავდასხმითი ოპერაციები განახორციელეს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ქალაქი მიკოლაევი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაბომბეს. საპასუხოდ, ივანო-კეპინის დასახლებაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობი და მოწინააღმდეგის 20 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა.

 

magti 5g