LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დანაშაულში ბრალდებულმა რუსმა ჯარისკაცმა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა

129
Untitled design (6)

დღეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მეორე სასამართლო სხდომა გაიმართა.

ვიდეო: უკრაინაში 21 წლის პირველ რუს სამხედროს ასამართლებენ

დღევანდელ პროცესზე რუსმა სამხედრომ – 21 წლის ვადიმ შიშიმარინმა, რომელსაც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა.

შიშიმარინს ბრალად ედება 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქისთვის მკვლელობა თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა სუმის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ ჩუპახივკას მახლობლად მოხდა – მედიის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია ველოსიპედისტზე, რომელიც მოგვიანებით მოკლული ნახეს.

უკრაინელი პროკურორების განცხადებით, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი სასამართლო პროცესის გამართვა გახდეს საჭირო რუსული ძალების მიერ ჩადენილი ათასობით პოტენციური დანაშაულის გამოვლენის შემდეგ.

თავად ოფიციალური მოსკოვი უარყოფს რუსი სამხედროების თავდასხმას უკრაინის მოქალაქეებზე.

„თავზე იარაღი დამადეს, სამჯერ გასროლის ხმა გავიგე“ – HRW-ის ანგარიში რუსეთის დანაშაულებზე და ტყვეობას გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g