LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყების დღიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული: უკრაინის გენშტაბი

52
რუსული ტანკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის დამცველებმა 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 250 ჯარისკაცი იქნა ლიკვიდირებული.

„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1330 ტანკი, 3258 ჯავშანტექნიკა, 628 საარტილერო სისტემა, 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 207 საბრძოლო თვითმფრინავი, 174 ვერტმფრენი, 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 116 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2226 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს: უკრაინის გენერალური პროკურატურა

magti 5g