LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა: გაერო

68
უკრაინელი ლტოლვილები

„ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ავრცელებს. მისივე ცნობით, დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, 48 387-ით გაიზარდა. ქვეყნიდან წასულთა 90%-ს კი ქალები და ბავშვები შეადგენენ.

ამასთან, 7,7 მილიონი ადამიანი დევნილი გახდა: ისინი ქვეყანაში დარჩნენ, თუმცა იძულებულები გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ჩავიდა.

magti 5g