საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ირაკლი კობახიძე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იმყოფებოდა.
„ყველას გილოცავთ ამ დღეს, მინდა ჩვენს ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. მათი ღვაწლი უმნიშვნელოვანესია ისტორიაში.
„მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები და ჩვენ, პარლამენტი მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მათთვის ღისეული პირობების შექმნას გააუმჯობესებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
