LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომში დამარცხებამ შესაძლოა ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას პუტინის მმართველობას“ – გერმანიის სპეცსამსახური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

69
ვლადიმერ პუტინი

„გერმანიის უმსხვილესი სპეცსამსახური რუსეთის მიერ, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს იქიდან გამომდინარე, რომ ომში დამარცხებამ შესაძლოა „ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას პუტინის მმართველობას“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანული „შპიგელი“ წერს.

ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი მიიჩნევს, რომ საქმე შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე „სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღის“ გამოყენებამდე მივიდეს.

ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს

მისივე თქმით, პუტინმა შესაძლოა მიმართოს ასეთ ნაბიჯს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან შესაძლო მოლაპარაკებებში კომპრომისებზე მზადყოფნის ნიშნები არ შეინიშნება.

თუმცა, კალი იქვე აღნიშნავს, რომ სამსახურს ამ ეტაპზე არ აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი სტრატეგიული ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.

კალმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს უწოდა „ომის გამოცხადება მთელი თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსთვის.“

ზელენსკი: ახლანდელი მტერი ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს, ის ვერაგულად მოქმედებს – ტერორი უნდა დამარცხდეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

magti 5g