LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ახლანდელი მტერი ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს, ის ვერაგულად მოქმედებს – ტერორი უნდა დამარცხდეს

49
ვოლოდიმირ ზელენსკი

„როგორც ჩანს, ახლანდელი მტერი თავის ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს. ის ვერაგულად მოქმედებს – კლავს მშვიდობიანი მოსახლეობას, იერიში მიაქვს სახლებზე, ინფრასტრუქტურაზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს.

მისი თქმით, დღეს კიევში საცხოვრებელ კორპუსზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უკვე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, მათ შორის არის ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც შვილს ელოდებოდა.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ტერორი უნდა დამარცხდეს და წააგებს. უკრაინა გაიმარჯვებს.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო მისია შექმნა და იარაღის შესაძენად 500 მილიონი გამოყო

მისია სახელწოდებით EUMAM Ukraine უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და მისი მიზანია დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაში.

ჩვენ ყველა რუს ტერორისტს მართლმსაჯულების წინაშე წარვადგენთ – მეთაურებიდან დაწყებული რიგითი ჯარისკაცებით დამთავრებული, რომლებიც კრიმინალურ ბრძანებებს ასრულებდნენ.“– წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსები მიკოლაევს ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს – უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევზე. დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს – სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს

ოლენა ზელენსკა: უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g