გამოცემა „სტარჰიტი“ წერს, რომ ალა პუგაჩოვას შვილიშვილი, 31 წლის ნიკიტა პრესნიაკოვი ამერიკაში გაემგზავრა. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა მსახიობმა მას შემდეგ მიიღო, რაც მას სამხედრო კომისარიატიდან ომში გაწვევის უწყისი მიუვიდა.
მედიაში წერენ, რომ პრესნიაკოვს უწყისი კომისარიატიდან თეატრში, რეპეტიციის დროს მიუვიდა. ამჯერად კი გამოცემა ოჯახის წევრებთან ინფორმაციას ამოწმებს და წერს, რომ პრესნიაკოვი ამერიკაში გაემგზავრა. კრისტინა ორბაკაიტესა და ვლადიმერ პრესნიაკოვის ვაჟმა სამხედრო სამსახურზე უარი განაცხადა.
ალა პუგაჩოვას შვილიშვილს მობილიზაცია შეეხო – ნიკიტა პრესნიაკოვს ომში წასვლას აიძულებენ