რუსეთის „მეხუთე არხი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალა პუგაჩოვას 31 წლის შვილიშვილს, ნიკიტა პრესნიაკოვს მობილიზაციის უწყისი მიუვიდა, კრისტინა ორბაკაიტესა და ვლადიმერ პრესნიაკოვის ვაჟს ომში წასვლას აიძულებენ.
ნიკიტა პრესნიაკოვი პროფესიით მსახიობია, ის აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში და ამ დრომდე თეატრში მუშაობს. რუსული მედია თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რომელსაც მსგავსი ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ პრესნიაკოვს სამხედრო კომისარიატიდან პირდაპირ რეპეტიციაზე მიაკითხეს.