OneRepublic ევროპულ ტურნეს იწყებს. ამერიკული პოპ-როკ ბენდის ევროპული კონცერტების სერია სტარტს 18 სექტემბერს, დუბლინში აიღებს და 16 ნოემბერს, ლისაბონში დასრულდება.
ჯგუფი პერფორმანსებს ასევე ამსტერდამში, ჰამბურგში, ბერლინში, პრაღაში, პარიზსა და სხვა ევროპულ ქალაქებში ჩაატარებს.
შოუების სპეციალური სტუმარი, ელა ჰენდერსონი იქნება. ის კოლექტივის სცენაზე გამოსვლამდე, პუბლიკას საღამოსთვის განაწყობს.
შეგახსენებთ, რომ OneRepublic-მა შარშან მეექვსე სტუდიური ალბომი – Artificial Paradise გამოუშვა.