LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის მერის მოადგილე: სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში

193
მაშველები რაჭაში

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში აქტიურად კვლავ 2 მოქალაქეს ეძებენ.

„ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია. ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, ორ გარდაცვლილზე მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.

ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს“, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g