LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონისე ცხადაძე: „ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“

167
ონისე ცხადაძე - „პუბლიკის“ ფოტოები

„ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში, სიტყვით გამოსვლისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ.

გარდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე საუბრისა, მან მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: „ანდრო წინა რიგში იდგა, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა რომელ დაზიანებაზეა საუბარი?“

„რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ.

თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატოთ“, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდროს პროცესი 5 მარტისთვის გადადო“

გამოყენებულია ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ფოტოები

magti 5g