LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები – თბილისში ექიმთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

247
unnamed

დღეს, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 75–ე წლისთავისადმი და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის 131–ე იუბილის აღსანიშნავად, გაიმართა ექიმთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

ჰიბრიდულ კონფერენციას „თბილისი მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა. მომხსენებელთა შორის იყვნენ მეცნიერები და სხვადასხვა პროფილის პრაქტიკოსი ექიმები, რომელთაც შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებას გააცნეს ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები და გაუზიარეს ცენტრის გამოცდილება.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კონფერენცია ვიწრო აუდიტორიის წინაშე და ონლაინ რეჟიმით, „ზუმში“ ჩართული ასამდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g