LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში ვალერიან შიუკაშვილის 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

108
ვალერიან შიუკაშვილი

10 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

საღამო შედგება ორი განყოფილებისგან:

პირველ ნაწილში პიანისტი შეასრულებს სოლო პროგრამას, ხოლო მეორე ნაწილში – მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს №23, ლა მაჟორი, K.488 შესრულდება, სადაც მონაწილეობენ საქართველოს სინფონიეტა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ჯგუფი.

კონცერტი წარმოადგენს განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენას, რომელიც აერთიანებს შემოქმედებით ბრწყინვალებას, ემოციას და კლასიკური მუსიკისადმი სიყვარულს.

საღამოს პროგრამა

I ნაწილი – სოლო:

სკარლატი – სამი სონატა

მოცარტი – სონატა №10, KV 330

შოპენი – ორი მაზური

შოპენი – ორი ვალსი

შუბერტი – ექსპრომტი Op.90 №4

II ნაწილი – ორკესტრთან ერთად:

მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი №23, ლა მაჟორი, K.488

ღონისძიების ხელშემწყობები:

საქართველოს კულტურის სამინისტრო,

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“,

შპს „სთეიჯნესთ“,

შპს „ტვ პროექტი“,

საქართველოს ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი,

საქართველოს სინფონიეტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g