LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია არ უჭერს მხარს, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება – ნათია მეზვრიშვილი

101

„ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში მარიხუანას მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ მოსმენის დაწყებამდე ჟურნალისტების განუცხადა.

„ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება რაც მოვისმინე, არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება. ასევე, მარიხუანას ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებს დავაკისროთ პასუხიმსგებლობა მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მომხმარებლებს შევუზღუდოთ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები. ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის  შინაარსიდან გამომდინარე რატომ არ უჭერს  ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანას მოხმარების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით განიხილება, რის შემდეგაც კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g