LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ვახტანგ კალოიანი დაასახელა

95
1

ოპოზიციამ ბათუმის მეორბისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.

ბათუმის მერობის საერთო კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ვახტანგ კალოიანი – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

შეგახსენებთ, ოპოზიციას თბილისშიც საერთო კანდიდატები ეყოლება.

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის – ელენე ხოშტარია.

რაც შეეხება ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს თბილისში, შემადგენლობა ასე გამოიყურება:

“გირჩი – მეტი თავისუფლების” მხრიდან კანდიდატები დასახელდა თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში:

მთაწმინდა – თენგო კირთაძე;
საბურთალო – ბორის ყურუა;
დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი;
ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი; თავის მხრივ, თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე

“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი;
ისანი – ბესო დონაძე;
სამგორი – დავით ჟღენტი.

“დროას” მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

ვაკე – ბათუ ქუთელია;
კრწანისი – თამაზ ახობაძე;
გლდანი – ელენე ხოშტარია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები