პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში “აქტიურად დაიწყებს მუშაობას იმ მიმართულებით, რასაც მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმართვა ჰქვია”.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალია მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოლაპარაკებისთვის მეტი შანსი გაჩნდეს.
თბილისში დღეს შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ელოდებიან
დეპუტატის თქმით, ასეთი გამოცდილი დიპლომატის ჩართულობა ზრდის შესაძლებლობებს, რომ მხარეებმა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიონ.
“მოლაპარაკებების დროს უნდა გამოჩნდეს შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ მხარეები საკუთარ ხედვას მედიატორს გააცნობენ, მნიშვნელოვანია, შეეცადონ ის თემები იპოვონ, სადაც საერთო ხედვა ექნებათ. ალბათ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება, რა იქნება შეთანხმების საგანი ძალზედ ძნელია და არასასურველი მოლაპარაკებებისთვის.
წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესში თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე შევთანხმდეთ, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ასეთთა შორის უპირველესია ქვეყნის ინტერესი. ეს იქნება მთავარი წრე, რომლის ფარგლებშიც მიგვიწევს მოძრაობა მოლაპარაკებათა პროცესში. ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს გულწრფელად მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ის ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის ინტერესებით: ღარიბაშვილი
