საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 20:30 საათზე ჩაინიშნა, მხარეები ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია, მათ შორის არის მართლმსაჯულების საკითხები და მომავალი არჩევნები.
დღეს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტია “გირჩის წევრებმა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდას 43%-მდე და “ქართული ოცნება” მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.