LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ! – რატი იონათამიშვილი

89
BeFunky-collage

ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ბრალდების მხარის მზადყოფნა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ, ოპოზიციამ სამართლებრივ აბსურდად შეაფასა, თუმცა მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო უწყების შეთავაზებაზე ოპოზიციამ ამგვარი განცხადებებით კიდევ ერთხელ ღიად გამოავლინა საკუთარი სახე.

დეპუტატ რატი იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიციას საკუთარი განცხადებებით “ფასადური” არგუმენტები გამოეცალა.

“ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ! – თუ არ გადაიხდის, ნამდვილად ვერ გაუშვებენ. ამით მათ ის ფასადური არგუმენტიც კი უქრებათ ხელიდან, რომ თითქოს პროცესი პოლიტიკური იყო, რომლის მიზანი ნიკანორ მელიას დაპატიმრება იყო. ახლაც გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის!”. – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია – რატი იონათამიშვილი ოპოზიციის აქციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g