LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია – რატი იონათამიშვილი ოპოზიციის აქციაზე

87
BeFunky-collage

პარლამენტის შენობასთან დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმიანებიან და ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებენ.

უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვა თავისუფალია, თუმცა დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია პროცესების რადიკალიზებას ცდილობს. ამ კონტექსტში იონათამიშვილი ამბობს, რომ აქციის მოთხოვნები აბსურდულია და  ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია.

“რაც შეეხება აქციის შინაარსა და მოთხოვნებს, ეს ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდულია და მას არა აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა და რადიკალიზაცია შეიტანონ. ვინც ეცდება თამაშის წესები ამ პრინციპებზე ააგოს, განწირული იქნება. ეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პერსპექტივას ვერასდროს მოიპოვებს”. – განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია “თავისუფლების მარშისთვის” ემზადება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g