LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმას სამართლებრივი მნიშვნელობა არ ექნება: ვახუშტი მენაბდე

155
BeFunky-collage (5)

რა მოხდება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოახადებს და მანდატებზე უარს იტყვის? – საკითხზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს კონსიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს, მისი სტატუსი არ ეძღვნება პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვენა და ის მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას.

“კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

ვინ იტყვის უარს მანდატზე

რა მოხდება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოახადებს?

უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირისი სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს საბოლოოდ დაიჭროს ან არა დეპუტატის ადგილი.

ამდენად თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნველობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს.” – წერს კონსიტუციონალისტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ყველა მხარე კმაყოფილი შეიძლება არ არის: ბოიკოტირება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g